top of page

სადარბაზოების დალაგება

სადარბაზო

ქლინის გუნდი გთავაზობთ სადარბაზოების დალაგების სერვისს თბილისში და მის შემოგარენში. ჩვენი მიზანია თქვენი სადარბაზო ყოველთვის იყოს სუფთა, მოწესრიგებული და უსაფრთხო. გენერალური ან რემონტის შემდგომი დასუფთავება ქმნის სასიამოვნო გარემოს მობინადრეებისა და სტუმრებისთვის, ასევე იცავს შენობას მტვრისა და ჭუჭყის დაგროვებისგან.

სადარბაზოების დალაგების სერვისი მოიცავს:

• იატაკის მოწმენდას

• კიბეების, მოაჯირებისა და კარების წმენდას

• მტვრის მოწმენდას მთლიანი სადარბაზოდან

• ორთქლის აპარატით კუთხეებისა და რთულად მისადგომი ადგილების დალაგებას

• ნაგვის გატანასა და შესასვლელის მოწესრიგებას

• რემონტის შემდგომი დალაგების შემთხვევაში სამშენებლო ნარჩენების სრულ წმენდას.

 

საჭიროებისამებრ შესაძლებელია დალაგება ყოველდღიურად, კვირაში რამდენჯერმე ან შეთანხმებული გრაფიკით — როგორც საცხოვრებელ, ისე ადმინისტრაციულ შენობებში.

 

რატომ ქლინი?

 

• გუნდი გამოცდილი დიასახლისებისგან შედგება, რომლებიც რეგულარულად გადიან ტრენინგებს.

• ვიყენებთ მხოლოდ უსაფრთხო, ეკოლოგიურ და ეფექტურ დასუფთავების საშუალებებს.

• დალაგება სრულდება პროფესიონალური ტექნიკით: (მტვერსასრუტი, ორთქლის აპარატი

სამუშაო სრულდება სწრაფად და ხარისხიანად. ასევე შეგიძლია აირჩიო შენთვის მოსახერხებელი გრაფიკი სადარბაზოს დალაგებისთვის — ერთჯერადი, ყოველკვირეული ან ყოველთვიური დასუფთავება. სერვისი სრულად მორგებულია შენობის ზომასა და სისუფთავის შენარჩუნების საჭიროებაზე.

ფასები

ფასი განისაზღვრება შენობის სართულების რაოდენობის, სიხშირისა და ფართობის მიხედვით. მოითხოვე დაანგარიშება, გამოგვიგზავნე ერთი რომელიმე სართულის ამსახველი ვიდეო ან ფოტო მასალა და სერვისის ღირებულებას რამდენიმე წუთში გაიგებ ხოლო თუ სადარბაზოსთან ერთად, საპარკინგე სივრცის მორეცხვაც გჭირდება, რა თქმა უნდა ქლინი ამაშიც დაგეხმარება

bottom of page