top of page

ფასადის / გარე სივრცის მორეცხვა

კერხერის აპარატი

მაღალი წნევით რეცხვით აპარატით სხვა და სხვა ლოკაციების დამუშავება და მორეცხვა ძალიან მოთხოვნადი და აუცილებელი პროცესია. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კერხერის და დევალტის პროფესიონალურ აპარატებს.

 

რა ლოკაციების დამუშავებაა შესაძლებელი?
  1. შენობის ფასადის მორეცხვა

  2. პარკინგის მორეცხვა

  3. საწარმოო ფართების დამუშავება

  4. გარე სივრცის მორეცხვა

  5. საწყობების ინდისტრიული იატაკის მორეცხვა

 

რა სიხშირითაა საჭირო აღნიშნული სერვისით სარგებლობა?

სხვა და სხვა ლოკაციას, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, განსხვავებული პერიოდულობით სჭირდება მორეცხვა. მაგალითად თუ შენობის ფასადისთვის წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ საკმარისია, პარკინგისთვის კვარტალში ერთხელაა რეკომენდირებული.

 

რა არის საჭირო დამკვეთისგან?

ერთადერთი რაც კერხერით მორეცხვის დროს ადგილზე გვჭირდება - წყლის წყაროა. დანარჩენი ყველა საჭირო ინვენტარი ჯგუფს ადგილზე ექნება. იმ შემთხვევაში თუ დენის მიწოდების პრობლემაა, პარკინგი ან ობიექტი მოირეცხება მაღალი წნევით რეცხვის ბენზინზე მომუშავე აპარატით.

 

რა აპარატებით ხდება მორეცხვა?

ფასადის/გარე სივრცის/პარკინგის მორეცხვა მიმდინარეობს კერხერის პროფესიონალური აპარატებით, ხოლო ისეთ ადგილებში სადაც დენი არ არის, დევალტის პროფესიონალურ აპარატს ვიყენებთ.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ გსურს რომ აპარატი იქირავო, გაითვალისწინე რომ ჩვენ ადგილზე მიტანის სერვისიც გვაქვს.

bottom of page