top of page

გენერალური დალაგება

მტვერსასრუტი, გენერალური დალაგება

გენერალური დალაგება, ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რადგან სახლის დალაგება, ეს ისეთი პროცესია, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს და არც თუ ისე სასიამოვნო შესასრულებელია. მიუხედავათ ​ყოველდღიური ძალისხმევისა, მინიმუმ რამდენიმე თვეში ერთხელ, ერთჯერადი დალაგება მაინც აუცილებელია სახლში იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, შეგიძლიათ ქლინის „გენერალური დალაგება“ დაჯავშნოთ

გენერალური დალაგება მოიცავს:

  1. იატაკის მოწმენდა

  2. კედლების და ჭერის ჩამოწმენდა და აბლაბუდებისგან გათავისუფლება

  3. ბინაში არსებული ოთახების გენერალური დალაგება

  4. ფანჯრების (ჩარჩოებიანად) წმენდა

  5. ჭაღების და სანათების წმენდა

  6. ავეჯის წმენდა საწმენდი საშუალებით

  7. სველი წერტილის დალაგება, მათ შორის კედლების გახეხვა და დუშკაბინის სპეციალური საშუალებით წმენდა

  8. ფარდების ჩამოხსნა, რეცხვა და დაკიდება  (მოთხოვნით)

  9. სამზარეულოს და მასში არსებული ტექნიკის ცხიმისგან გათავისუფლება და წმენდა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან (არ ხდება სამზარეულოში დასაწყობებული ჭურჭლის გადმოლაგება და რეცხვა)

  10. ​კარადების და გარდერობის როგორც შიგნიდან ასევე გარედან წმენდა (არ ხდება პირადი ნივთების და ტანსაცმლის გადმოლაგება)

  11. დაგროვილი ნაგვის ( 1 დიდი ზომის ნაგვის ტომრის) გადაყრა​

 

დალაგება მიმდინარეობს კერხერის პროფესიონალური აპარატებით

  გაითვალისწინეთ რომ სერვისი “გენერალური დალაგება“ არ გულისხმობს რემონტის შემდგომი ნარჩენების წმენდას. ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენი სხვა სერვისი გამოგადგებათ

თუ ბინაში არის განსაკუთრებული დაბინძურება, ისეთი რომელიც არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს, დაანგარიშების მოთხოვნის ფორმაში, უნდა ატვირთოთ დასალაგებელი ფართის ფოტოები.

bottom of page