რემონტის შემდგომი დალაგება
.png)
რემონტის შემდგომი დალაგება, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. ის რემონტის დამღლელი პროცესის ფინალური ეტაპია და ამზადებს ბინას მეპატრონისთვის.
რემონტის დასრულების შემდეგ, ფართი ყოველთვის სავსეა მტვრით, საღებავის ლაქებით და სამშენებლო ნარჩენებით, რომ არაფერი ვთქვათ მინა-ვიტრაჟებზე, რომლებზეც ლენტების აძრობა, უდიდეს შრომასთანაა დაკავშირებული. ჩვენი სერვისი „რემონტის შემდგომი დალაგება“ კი შექმნილია იმისთვის რომ ფართი სრულად დავაბრუნოთ სუფთა, უსაფრთხო და საცხოვრებლად მზად მდგომარეობაში.
სერვის „რემონტის შემდგომი დალაგება“-ში შედის:
1. ფართში არსებული მინა-ვიტრაჟების წმენდა და ჩარჩოებიდან ლენტების აძრობა
2. იატაკიდან სარემონტო მასალების ნარჩენების მოშორება და მისი მორეცხვა
3. კედლების ჩამოწმენდა და მტვრის მოშორება
4. სველი წერტილის, მათ შორის დუშკაბინის წმენდა და სარემონტო ნარჩენების მოშორება
5. სამზარეულოს ლენტების აძრობა და წმენდა შიგნიდან და გარედან
6. კარადების და გარდერობების შიგნიდან და გარედან წმენდა
7. ჭაღების და სანათების წმენდა
8. ცენტრალური შემოსასვლელი კარის წმენდა
9. აივნის დალაგება და მოაჯირების წმენდა
10. სხვა სამუშაოები რომელსაც ფართის რემონტის შემდგომი დალაგება მოიცავს
რემონტის შემდგომი დალაგება ხორცხიელდება კერხერის პროფესიონალური აპარატებით და გუნდს თან აქვს ყველა საჭირო ხსნარი და ინვენტარი.
რემონტის შემდგომი დალაგება არ მოიცავს ბინის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, (როგორიცაა ცხიმის მოშორება სამზარეულოდან და სხვა) წმენდას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ ოპერატორი
ხოლო თუ რემონტის დროს, ავეჯიც დაგესვარა, შეგიძლია რბილი ავეჯის ქიმწმენდის სერვისით ისარგებლო.